Nerse

კითხვები და პასუხები

ხშირად დასმული კითხვები

თუ პასუხს ვერ იპოვით, დაგვიკავშირდით — სიამოვნებით დაგეხმარებით.

როგორ გავაგზავნო ამანათი ევროპაში?

დაგვიკავშირდით ტელეფონით ან მოგვწერეთ Facebook-ზე, შეათანხმეთ დეტალები და მოამზადეთ ამანათი. შემდეგ ამანათს კურიერს გადასცემთ ან თავად ჩააბარებთ.

რამდენ ხანში ჩადის ამანათი?

ამანათი ადრესატთან ჩადის გაგზავნიდან 2-3 კვირის ვადაში.

როგორ იღებს მიმღები ამანათს?

ამანათს მიმღებს კურიერი კარამდე მიუტანს — თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე.

როგორ შევფუთოთ ამანათი?

ნივთები მოათავსეთ მუყაოს ყუთში. ყუთზე მიუთითეთ გამგზავნის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. ყუთზე მიუთითეთ მიმღების ზუსტი მისამართი.

რისი გაგზავნა არ შეიძლება?

არ ვაგზავნით მედიკამენტებს, ასევე კანონით აკრძალულ ნივთებს. მინის ნივთები სათანადოდ უნდა იყოს შეფუთული, რომ ტრანსპორტირებისას არ დაზიანდეს. შეფუთვაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.

როგორ ხდება ამანათის აღება?

ორივე ვარიანტი შესაძლებელია — ამანათი შეგიძლიათ კურიერს გადასცეთ ან თავად ჩააბაროთ ჩვენს საწყობში.

როგორ გამოვიწეროთ ნივთები ევროპიდან?

ევროპული ონლაინ მაღაზიებიდან ნივთების გამოსაწერად შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი და გამოგვიგზავნეთ მისი ბმული. ჩვენ დაგეხმარებით შეკვეთის პროცესში და ვიზრუნებთ ნივთის პოლონეთში ჩვენს მისამართზე მიწოდებაზე, საიდანაც ამანათი საქართველოში გამოიგზავნება.

ჩვენი მისამართი პოლონეთში:
Jasna 3/2
58-500 Jelenia Góra, Poland

როგორ გამოვიწეროთ ავტონაწილი პოლონეთიდან?

ევროკავშირის საბაჟო წესები

ქვემოთ მოცემულია ევროკავშირის ოფიციალური წესები, რომლებიც ამანათის მიღებაზე მოქმედებს. ეს Nerse-ის პირობები არ არის.

ამანათი საბაჟო კონტროლს გადის

საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, ამიტომ ევროპაში გაგზავნილი ამანათი ევროკავშირში შესვლისას საბაჟო პროცედურას გადის. მიმღებს შესაძლოა დაერიცხოს დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და, ცალკეულ შემთხვევებში, საბაჟო გადასახადიც.

საჩუქარი 45 ევრომდე — გადასახადის გარეშე

თუ ამანათს კერძო პირი უგზავნის კერძო პირს პირადი ან ოჯახური მოხმარებისთვის და მისი ღირებულება 45 ევროს არ აღემატება, გზავნილი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისა და დღგ-სგან. შეღავათი მხოლოდ არარეგულარულ, არაკომერციულ საჩუქრებზე ვრცელდება — მაგალითად, დაბადების დღის გზავნილზე. თუ ღირებულება 45 ევროს გადააჭარბებს, დღგ მთლიან ამანათს დაერიცხება.

2026 წლის 1 ივლისიდან მოქმედი ახალი წესი

ევროკავშირმა გააუქმა 150 ევრომდე ღირებულების გზავნილების საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება. მის ნაცვლად 2026 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს 3 ევროს ფიქსირებული საბაჟო გადასახადი, რომელიც ითვლება არა ერთ ამანათზე, არამედ თითოეულ სასაქონლო კოდზე. წესი პირველ რიგში ონლაინ ვაჭრობით შემოტანილ გზავნილებს ეხება და დროებითია — 2028 წლის 1 ივლისამდე.

ალკოჰოლსა და თამბაქოზე ცალკე წესები ვრცელდება

საჩუქრის შეღავათი ალკოჰოლსა და თამბაქოს სრულად არ მოიცავს: ამ პროდუქტებზე დღგ და აქციზი მაინც დაერიცხება. საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ რაოდენობაზე ვრცელდება — მაგალითად, 50 ღერი სიგარეტი ან 1 ლიტრი მაღალალკოჰოლური სასმელი.

გაქვთ კითხვა?

დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ Facebook-ზე — ჩვენ მაშინვე გიპასუხებთ.